საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქართული
English ქართული


Warning: Undefined property: stdClass::$submenu in /var/www/virtuals/ghg.com.ge/website_back/tpls/left_aside.php on line 2

Warning: Attempt to read property "name" on null in /var/www/virtuals/ghg.com.ge/website_back/tpls/left_aside.php on line 2

მეგალაბი

პირველი სამედიცინო ლაბორატორია კავკასიის რეგიონში, რომელიც სრულიად რეგიონს სთავაზობს კვლევების სრულფასოვან სპექტრს, მათ შორის - ისეთ გამოკვლევებს, რომლებიც მანამდე საქართველოში ხელმისაწვდომი არ იყო.


გარდა საბაზისო ლაბორატორიული ტესტებისა, მეგალაბში ხელმისაწვდომია გენეტიკური, მოლეკულური და ონკოლოგიური მიმართულების კვლევები, რაშიც მაღალი სიმძლავრის ავტომატიზებული სისტემები გამოიყენება. პოსტსაბჭოთა სივრცეში სწორედ მეგალაბმა აამოქმედა პირველმა ციფრული პათოლოგის დეპარტამენტი, სადაც მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება პათო-მორფოლოგიური კვლევები.

2022 წლის 24 ივლისს მეგალაბმა ოქროს სტანდარტად აღიარებული JCI აკრედიტაცია მიიღო. მოგვიანებით, 2024 წლის 11 ივლისს აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა ორგანომ მეგალაბს აკრედიტაციის მოწმობა (ISO სერტიფიკატი) მიანიჭა.

ლაბორატორია დღეში 5 000-ზე მეტ პაციენტს ემსახურება და საათში 2 000 სხვადასხვა ტესტის ჩატარება შეუძლია. ჩატარებული კვლევების რაოდენობა ყოველდღიურად 17 000-ს უტოლდება, წელიწადში კი ეს მაჩვენებელი 6 000 000-ს აჭარბებს. რეგიონის უმსხვილესი ლაბორატორიის ასაშენებლად „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.