GHG ერთი შეხედვით
ჩვენი მისია
ჯანდაცვის ტრანსფორმაცია საქართველოში
ჩვენი მიზანია, საქართველოში ჯანდაცვის კულტურის ტრანსფორმაცია, კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხზე ორიენტირებული აზროვნების დამკვიდრების გზით. ჩვენი საქმიანობა სცდება მხოლოდ სამედიცინო მომსახურების მიწოდებას — ჩვენი მისიაა ჯანდაცვის სფეროს ფუნდამენტური გარდაქმნა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და პრევენციული მედიცინის ხელშეწყობის გზით, თითოეული ადამიანისთვის, მიუხედავად მისი სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობისა.
ჩვენი ერთგულებაა, უწყვეტი სერვისების განვითარების, სამედიცინო განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრების გზით, პაციენტზე ორიენტირებული, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მივაწოდოთ. საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობითა და სამედიცინო პროფესიონალების გაძლიერებით, ჩვენ ვისწრაფვით ჯანმრთელობის შედეგების გაუმჯობესებისა და ყველა ასაკის ადამიანზე გრძელვადიანი, დადებითი გავლენის შექმნისკენ.
როგორც ქვეყანაში ბავშვთა ონკოლოგიური მომსახურების ერთადერთი მიმწოდებელი და სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი, ჯგუფი პირდაპირ და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მდგრად და გრძელვადიან გაუმჯობესებაში.
