Georgia Healthcare GroupToggle menu

GHG ერთი შეხედვით

ჩვენი ბიზნეს მოდელი

პაციენტზე ორიენტირებული, მაღალი ინტეგრაციის მქონე ბიზნეს მოდელი — ოთხი მიმართულება გეოგრაფიული კლასტერების ფარგლებში.

01
დიდი და სპეციალიზებული ჰოსპიტლები

„ვიანის“ სპეციალიზებული ჰოსპიტლებიდან 4 თბილისში, 2 ქუთაისში, ხოლო 1 ბათუმში მდებარეობს. ქსელი მომხმარებელს კომპლექსურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებას სთავაზობს. მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური სამედიცინო სერვისების მიღება „ვიანის“ თითოეულ ჰოსპიტალშია შესაძლებელი. კომპანია აერთიანებს როგორც მოზრდილთა, ისე ბავშვთა სამედიცინო მომსახურების სრულ სპექტრს. მათ შორის, „ვიანი“ მართავს ქვეყანაში ერთადერთ, მესამე დონის მულტიპროფილურ პედიატრიულ საავადმყოფოს

02
რეგიონული და საზოგადოებრივი ჰოსპიტლები

„საქართველოს კლინიკები“ ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს 28 ჰოსპიტალს და წარმოდგენილია როგორც თბილისში, ისე ისეთ რეგიონებში, როგორიცაა აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და კახეთი. მთელ ქსელში აქტიურად მიმდინარეობს იმ სამედიცინო სერვისების დანერგვა და განვითარება, რომლებიც სრულად პასუხობს საქართველოს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი მაღალმთიან ზონებსა და დედაქალაქიდან დაშორებულ ქალაქებსა თუ ადმინისტრაციულ ცენტრებში მცხოვრები ბენეფიციარების საჭიროებებს

03
კლინიკები

„ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს". კლინიკებში პაციენტებს სრული გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიღება შეუძლიათ

04
დიაგნოსტიკა

"მეგალაბი" საბაზისო ლაბორატორიულ ტესტებთან ერთად, ატარებს კვლევებს ონკოლოგიური და მოლეკულური მიმართულებებით, რაშიც მას მაღალტექნოლოგიური ავტომატიზებული სისტემები ეხმარება. აღსანიშნავია, რომ ამ კვლევების უმეტესობა საქართველოში აქამდე ხელმისაწვდომი არ იყო და ნიმუშები საზღვარგარეთ იგზავნებოდა

დიდი და სპეციალიზებული ჰოსპიტლები

ქსელში შემავალი მსხვილსაწოლფონდიანი სამედიცინო ცენტრები ინდივიდუალურად, საკუთარი ბრენდით განაგრძობენ ოპერირებას: კავკასიის მედიცინის ცენტრი, მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო, მ. იაშვილის სახ. ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი, ივ. ბოკერიას სახ. საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, კარაპს მედლაინი, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი, კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი.

რეგიონული და საზოგადოებრივი ჰოსპიტლები

ქსელი უზრუნველყოფს როგორც ბაზისურ, ისე ინოვაციურ ჯანდაცვას, მათ შორის 24-საათიან გადაუდებელ დახმარებას, ქირურგიას, ინტენსიურ თერაპიასა და სპეციალიზებულ მკურნალობას ცენტრალურ ქალაქებსა და მთიან რეგიონებში.

კლინიკები

„ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს". კლინიკებში პაციენტებს სრული გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიღება შეუძლიათ.

დიაგნოსტიკა

ბიზნესი დღიურად 5,000-ზე მეტ პაციენტს ემსახურება, რაც წლიურად 2,000,000-ს აღწევს. „მეგალაბის“ კვლევების მოცულობა დღეში მინიმუმ 17,000-ს, ხოლო წელიწადში 6,000,000-ს შეადგენს; ყოველივე ეს კი 150 მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურითაა უზრუნველყოფილი. გარდა ამისა, მეგალაბი ფლობს 800-ზე მეტ კვლევის სპეციალობას და თანამშრომლობს 200-ზე მეტ პარტნიორთან, მათ შორის საქართველოს წამყვან კლინიცისტებთან და კომპანიებთან.