Georgia Healthcare GroupToggle menu

მართვა

სამეთვალყურეო საბჭო

გიორგი ალფაიძე

გიორგი ალფაიძე

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

ფინანსების პროფესიონალი საერთაშორისო გამოცდილებით. ყოფილი CFO BGEO Group-ში; სენიორ მენეჯერი Ernst & Young-ში. BBA, U.S. CPA.

გიორგი ალფაიძე BGEO Group-ს 2016 წელს ფინანსების, დაფინანსებისა და ინვესტორებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე შეუერთდა. მოგვიანებით, დაიკავა ამავე ჯგუფის ფინანსური დირექტორის თანამდებობა. აქვს მრავალწლიანი გამოცდილება საბანკო, ბუღალტრულ და ფინანსურ სექტორში. ასევე, იყო აუდიტის პრაქტიკის უფროსი მენეჯერი კომპანია Ernst & Young-ში ნიო-იორკში. გიორგი ალფაიძე ფლობს ESM-ის ბაკალავრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში. ასევე, არის აშშ-ს სერტიფიცირებული საჯარო ბუღალტერი.

გიორგი ჭილაძე

გიორგი ჭილაძე

თავმჯდომარის მოადგილე

რისკების მართვისა და სტრატეგიული ხელმძღვანელობის ექსპერტი. ყოფილი მოადგილე CEO და CRO „საქართველოს ბანკში“. PhD ფიზიკაში — Johns Hopkins University.

გიორგი ჭილაძე ფლობს ფართო საერთაშორისო გამოცდილებას ფინანსური რისკების მართვისა და სტრატეგიული ლიდერობის მიმართულებით. მან კარიერა ნიუ-იორკში, საინვესტიციო ბანკ Bear Stearns-ში დაიწყო, რის შემდეგაც საქმიანობა საქართველოში განაგრძო, სადაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ადგილობრივი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებაში. მისი პროფესიული გზა მოიცავს წამყვან მენეჯერულ პოზიციებს მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტებში; იგი გახლდათ „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე და რისკების მართვის დირექტორი (CRO), მანამდე კი, 2008-2012 წლებში, ამავე ბანკში ფინანსურ დირექტორად მუშაობდა. გარდა ამისა, იგი იკავებდა გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას „საპარტნიორო ფონდში“ და ხელმძღვანელობდა „ბტა ბანკს“ (საქართველო). კორპორაციული სექტორის მიღმა, გიორგი ჭილაძეს აქვს მყარი სამწარმეო გამოცდილება — იგი არის საკონსულტაციო კომპანია Altergroup Ltd-ის დამფუძნებელი პარტნიორი. იგი ფლობს ფიზიკის დოქტორის ხარისხს (PhD) ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტიდან (აშშ), რაც განაპირობებს მის გამორჩეულ ანალიტიკურ მიდგომას რთული ბიზნესპროცესებისა და სტრატეგიული გამოწვევების მართვისადმი.

მარიამ თითბერიძე

მარიამ თითბერიძე

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

კორპორაციული იურისტი — M&A და კომერციული სამართალი. სენიორ კორპორაციული იურისტი Georgia Capital-ში (2018–2025). LL.M., Riga Graduate School of Law.

მარიამმა მუშაობა 2017 წელს BGEO Group-ში ჯგუფის იურისტად დაიწყო, 2018-2025 წლებში კი საქმიანობა Georgia Capital-ში უფროსი კორპორატიული იურისტის პოზიციაზე განაგრძო. BGEO Group-ში შეერთებამდე ის წამყვან ქართულ იურიდიულ ფირმაში მუშაობდა. მარიამს აქვს მრავალმხრივი გამოცდილება (M&A) ტრანზაქციების, კომერციული და კორპორაციული სამართლის, კერძო კაპიტალის ინვესტიციებისა და პროექტების დაფინანსების მიმართულებით. იგი ფლობს რიგის სამართლის უმაღლესი სკოლის მაგისტრის ხარისხს (LL.M.) ტრანსსასაზღვრო კომერციულ სამართალში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის ხარისხს (LL.B.). მარიამი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია.

გიგი გეთია

გიგი გეთია

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

საინვესტიციო პროფესიონალი. ჯერ BGEO Group-ში 2017-დან; შემდგომში — Georgia Capital, Lombardi Capital და T. Rowe Price. MFin London Business School. CFA Charterholder.

გიგი გეთია BGEO Group PLC-ს 2017 წელს, ინვესტიციების ოფიცრის პოზიციაზე შეუერთდა, მოგვიანებით კი საქმიანობა Georgia Capital-ში, საინვესტიციო მიმართულების ხელმძღვანელ პოზიციებზე განაგრძო. ის აგრეთვე მუშაობდა Lombardi Capital-ში - Long/Short Equity ტიპის ჰეჯ-ფონდში. ასევე მოღვაწეობდა კომპანია T. Rowe Price-ში, რის შემდეგაც კვლავ Georgia Capital-ის გუნდს დაუბრუნდა. გიგი ფლობს ლონდონის ბიზნეს სკოლის (London Business School) მაგისტრის ხარისხს ფინანსებში და არის CFA სერტიფიკატის მფლობელი.

ეფრემ ურუმაშვილი

ეფრემ ურუმაშვილი

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

მენეჯინგ პარტნიორი „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორებში“; სპეციალიზაცია — დაბეგვრა და ტრანსფერული ფასწარმოქმნა.

ეფრემ ურუმაშვილი ფინანსური სამართლის, საგადასახადო სისტემებისა და სტრატეგიული კორპორაციული მენეჯმენტის აღიარებული ექსპერტია. როგორც იურიდიული ფირმა „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების“ მმართველი პარტნიორი, იგი აღიარებულია ადგილობრივი და საერთაშორისო დაბეგვრის, საგადასახადო დავებისა და ტრანსფერული ფასწარმოების წამყვან სპეციალისტად — რასაც მოწმობს მისი აღიარება საერთაშორისო სარეიტინგო პლატფორმა Legal 500-ის მიერ. ეფრემ ურუმაშვილს მენეჯერული საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ქვეყნის წამყვან ფინანსურ ორგანიზაციებში, სადაც იგი საკვანძო მიმართულებებს ხელმძღვანელობდა. მათ შორის აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა „საქართველოს ბანკში“, სადაც იგი საგადასახადო, ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსების დეპარტამენტებს ედგა სათავეში. იგი ასევე იკავებდა „გალტ ენდ თაგარტის“ გენერალური დირექტორის პოზიციას. მისი პრაქტიკა ასევე მოიცავს გლობალურ ტექნოლოგიურ ლიდერ Bitfury Group-თან თანამშრომლობას, სადაც იგი საქართველოში ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენლისა და საქმიანობის ხელმძღვანელის ფუნქციას ითავსებდა. იგი ფლობს მაგისტრის ხარისხს ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის მიმართულებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. მისი პროფესიული ხედვა კიდევ უფრო განამტკიცა სპეციალიზებულმა საერთაშორისო ტრენინგებმა IBFD-ის საერთაშორისო საგადასახადო აკადემიასა და OECD-ში.