საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქართული
English ქართული

ირაკლი გოგია

აღმასრულებელი დირექტორი

ირაკლი გოგია

ირაკლი გოგია საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის დირექტორად 2022 წლის 12 აგვისტოს დაინიშნა. მანამდე ფინანსური დირექტორის პოსტს იკავებდა, ხოლო 2014-დან 2017 წლამდე ჯგუფის საოპერაციო დირექტორი იყო. ფინანსურ დირექტორად დანიშვნამდე „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ და სადაზღვევო კომპანია „იმედი L“-ის ზედამხედველობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა. მას ფინანსურ სექტორში მუშაობის ათწლიანი გამოცდილება აქვს. 2009-2014 წლებში სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ გენერალური დირექტორის მოადგილე იყო და მის პასუხისმგებლობაში ფინანსური, ოპერაციული, პერსონალური დაზღვევის, IT სისტემებისა და ოპერაციული რისკების საკითხები შედიოდა. კომპანია „ალდაგამდე” მას Liberty Consumer-ის ფინანსური დირექტორის პოზიცია ეკავა. მანამდე კი მუშაობდა Ernst&Young-სა და Deloitte-ში უფროს აუდიტორად. ის თბილისის ევროპის მენეჯმენტის სკოლის ბიზნეს-ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხს ფლობს. საქართველოს პრეზიდენტმა მას ღირსების ორდენი მიანიჭა, ხოლო გაერთიანებული სამეფოს განათლების მინისტრმა აკადემიური წარმატებისთვის დააჯილდოვა.

ნიკა წიკლაური

დირექტორის მოადგილე, ფინანსები

ნიკა წიკლაური

ნიკა წიკლაური 2024 წლის აპრილიდან იკავებს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციას ფინანსური მიმართულებით. ჯგუფს 2015 წლის მაისში, ფინანსური დირექტორის მოადგილის პოსტზე შეუერთდა. 2023 წლის აპრილიდან „ევექსის“, ხოლო იმავე წლის დეკემბრიდან სადაზღვევო კომპანია „იმედი L“-ის ზედამხედველობის საბჭოს წევრია. მისი სამუშაო გამოცდილება ფინანსურ სექტორში 15-ზე მეტ წელს ითვლის. 2009-2015 წლებში Ernst & Young-ში პროექტების უფროსი აუდიტორი იყო, სადაც ხელმძღვანელობდა პროექტს ლონდონის საფონდო ბირჟაზე აღიარებული საქართველოს ბანკისთვის. მან მენეჯმენტის ბაკალავრის ხარისხი თავისუფალი უნივერსიტეტის (თბილისის ევროპის მენეჯმენტის სკოლა) ბაზაზე მიიღო. 2017 წლიდან არის CFA სერტიფიცირებული ფინანსური ანალიტიკოსი, 2020 წლიდან - პროექტის მენეჯმენტის სერტიფიცირებული პროფესიონალი (PMP). ის 2018 წლიდან ფლობს ფინანსური რისკების მენეჯერის (FRM) სერტიფიკატს, 2014 წლიდან კი გახლავთ გამოცდილი დიპლომირებული ბუღალტრების ასოციაციის (ACCA)  წევრი. ასევე, 2019 წელს ალტერნატიული ინვესტიციების სერტიფიცირებული ანალიტიკოსის (CAIA) კვალიფიკაცია მიიღო.

ნოდარ გელოვანი

დირექტორის მოადგილე

ნოდარ გელოვანი

ნოდარ გელოვანი საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს 2025 წელს შეუერთდა და იკავებს დირექტორის მოადგილის პოზიციას. მანამდე ის იყო „იმედი L“ ის გენერალური დირექტორი. იმედი L - ში მას სხვადასხვა პოზიციაზე  მუშაობის 11 წლიანი გამოცდილება აქვს მიღებული, მათ შორის ის იყო რეპორტინგის, ბიუჯეტირებისა და ანალიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, შემდეგ კი გენერალური დირექტორის მოადგილე. 2012-2014 წლებში ნოდარ გელოვანი მუშაობდა ალდაგში, ხოლო პროფესიული კარიერა 2010 წელს ენერგო-პრო ჯორჯიაში დაიწყო. 

დავით რეხვიაშვილი

დირექტორი, რეგიონული ჰოსპიტლები

დავით რეხვიაშვილი

დავით რეხვიაშვილი 2026 წლის მარტიდან ხელმძღვანელობს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის რეგიონულ ჰოსპიტლებს. 2023 წლიდან, იგი იკავებდა გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას მედიცინის მიმართულებით.

დავითს ჯანდაცვის სფეროში 25 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება აქვს, როგორც კლინიკურ პრაქტიკაში, ასევე ჯანდაცვის მენეჯმენტში. კარიერის განმავლობაში იგი მუშაობდა პრაქტიკოს ექიმ-პედიატრად სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში და ასევე ხელმძღვანელობდა ტრავმატოლოგიური საავადმყოფოს მიმღებ-გადაუდებელ განყოფილებას. 2000 წელს მან დააარსა პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური „პედიატრი“, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს.

2012-2023 წლებში იგი იყო ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორი. აღმასრულებელ საქმიანობასთან ერთად, იგი არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სადაც ასწავლის პედიატრიასა და გადაუდებელ მედიცინას პოსტდიპლომურ პროგრამებში.

დავით რეხვიაშვილს მიღებული აქვს სამედიცინო განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სახელმწიფო სამედიცინო პედიატრიულ ინსტიტუტში. იგი ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატებს პედიატრიასა და ზოგადი პროფილის ექიმის, ტრავმატოლოგია-ორთოპედიაში და ჯანდაცვის მენეჯმენტში.

გიორგი გორდაძე

დირექტორი, პოლიკლინიკები

გიორგი გორდაძე

გიორგი გორდაძე საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის პოლიკლინიკების (ამბულატორიული კლინიკები) მიმართულებას 2019 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობს. ის ჯგუფს 2017 წლის მაისში, პოლიკლინიკების ბიზნესის ხელმძღვანელის რანგში შეუერთდა. მისი სამუშაო გამოცდილება ფარმაცევტულ სექტორში 20-ზე მეტ წელიწადს ითვლის. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფამდე, სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციას იკავებდა ჯპს-ში, რომელიც საქართველოს მესამე უმსხვილესი ფარმაცევტული საცალო და საბითუმო მოვაჭრე იყო, ვიდრე საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა 2016 წლის მაისში არ შეიძინა. ამ პერიოდში გიორგი გორდაძე GPC-ის კომერციული დირექტორის პოზიციას იკავებდა. ფლობს ეკონომისტის დიპლომს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე. ასევე, არის CERMA ბიზნეს-სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (MBA) ხარისხის მფლობელი.

ქეთევან კალანდარიშვილი

დირექტორი, დიაგნოსტიკა

ქეთევან კალანდარიშვილი

ქეთევან კალანდარიშვილი 2023 წლის მარტიდან ხელმძღვანელობს Georgia Healthcare Group-ის დიაგნოსტიკის მიმართულებას — მეგალაბს. ამ პოზიციამდე, ქეთევანი 2017 წლის აგვისტოდან GHG-ის ინვესტორთა ურთიერთობებისა და დაფინანსების განყოფილების ხელმძღვანელი იყო. ჯგუფს იგი 2015 წლის ოქტომბერში შეუერთდა, როგორც ინვესტორთა ურთიერთობებისა და დაფინანსების სპეციალისტი. მანამდე ის იყო უფროსი აუდიტორი კომპანიაში Ernst & Young. ქეთევანი ფლობს კავკასიის ბიზნესის სკოლის (Caucasus School of Business) ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხს და ასევე 2025 წელს დაასრულა სტენფორდის აღმასრულებელი პროგრამა (Stanford Graduate School of Business Executive Program - SEP) სტენფორდის ბიზნესის სამაგისტრო სკოლაში