GHG ერთი შეხედვით
ვინ ვართ ჩვენ
საქართველოს ჯანდაცვის სექტორის უმსხვილესი პროვაიდერი
ჯგუფში დანერგილი ინტეგრირებული მართვის მოდელი უზრუნველყოფს პაციენტების ეფექტიან და კოორდინირებულ მომსახურებას ქვეყნის მასშტაბით. საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივი ექიმების რეკომენდაციის საფუძველზე, პაციენტები შეუფერხებლად გადამისამართდებიან პოლიკლინიკებიდან შესაბამის პროფილურ ან რეგიონულ საავადმყოფოებში კომპლექსური და სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების მისაღებად. ამასთან, სპეციალიზებული სასწრაფო დახმარების სერვისი უზრუნველყოფს პაციენტების სისტემის შესაბამის დაწესებულებაში დროულ და კოორდინირებულ ტრანსპორტირებას.
როგორც საბაზისო, ისე სპეციალიზებული დიაგნოსტიკური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, პაციენტებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ MegaLab-ის მომსახურებით — კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი მულტიპროფილური ლაბორატორიით, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს მაღალტექნოლოგიურ კლინიკურ და პათოლოგიის მიმართულებებს.
ჩვენ საქართველოს მასშტაბით ვუზრუნველყოფთ ხელმისაწვდომ, მაღალი ხარისხის და პაციენტზე ორიენტირებულ სამედიცინო მომსახურებას და სისტემურად მნიშვნელოვან როლს ვასრულებთ ქვეყნის ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ჩვენი საქმიანობა მოიცავს სამედიცინო განათლებას, ციფრულ ტრანსფორმაციასა და კლინიკური ხარისხის უწყვეტ გაუმჯობესებას, საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შენარჩუნებით.
მაღალი სტანდარტის კორპორაციული მმართველობისადმი მტკიცე ერთგულება ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია, რაც უზრუნველყოფს მაღალი ინსტიტუციური სტანდარტების მუდმივ შენარჩუნებას. ამ მიმართულებით, შესაბამისი დოკუმენტები ხელმისაწვდომია ქვემოთ.
კორპორაციული მართვის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა ჩვენი კომპანიის პრიორიტეტია.
იხილეთ მართვის დოკუმენტები, მათ შორის: ქცევის კოდექსი, გარემოსდაცვითი და სოციალურ პოლიტიკა, ანტიკორუფციული და ანტიქრთამული პოლიტიკა და ყველა დაკავშირებული დამხმარე დებულება
