ჩვენი დაწესებულებები
დიაგნოსტიკა — მეგა ლაბორატორია
კავკასიის რეგიონის უდიდესი ლაბორატორია — JCI აკრედიტაცია, მსოფლიოში 38-ე ადგილი.

მეგა ლაბორატორია არის პირველი სამედიცინო ლაბორატორია კავკასიის რეგიონში, რომელიც სრულიად რეგიონს სთავაზობს კვლევების სრულფასოვან სპექტრს — მათ შორის ისეთ გამოკვლევებს, რომლებიც მანამდე საქართველოში ხელმისაწვდომი არ იყო.
გარდა საბაზისო ლაბორატორიული ტესტებისა, მეგალაბში ხელმისაწვდომია გენეტიკური, მოლეკულური და ონკოლოგიური მიმართულების კვლევები, რაშიც მაღალი სიმძლავრის ავტომატიზებული სისტემები გამოიყენება. პოსტსაბჭოთა სივრცეში სწორედ მეგალაბმა აამოქმედა პირველმა ციფრული პათოლოგის დეპარტამენტი.
2022 წლის 24 ივლისს მეგალაბმა ოქროს სტანდარტად აღიარებული JCI აკრედიტაცია მიიღო. 2024 წლის 11 ივლისს აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა ორგანომ ISO სერტიფიკატი მიანიჭა.
რეგიონის უმსხვილესი ლაბორატორიის ასაშენებლად საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
